საქართველოს ბიოგრაფიაზე მუშაობის კავშირი გთავაზობთ, პროფესიულ კურსს „ბიოგრაფიაზე მუშაობა ანთროპოსოფიის საფუძველზე“. კურსდამთავრებულები დაეუფლებიან ბიოგრაფიის კონსულტანტის პროფესიას და გადაეცემათ ბიოგრაფიაზე მუშაობის ტრენერთა საერთაშორისო ფორუმის (International Trainer Forum, Dornach, Switzerland) მიერ აღიარებული დიპლომი. კურსის მსვლელობის განმავლობაში სტუდენტებს ასწავლიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები. ბიოგრაფიაზე მუშაობა გულისხმობს კლიენტის ბიოგრაფიის განხილვას კანონზომიერებების მიხედვით, რაც კლიენტს აძლევს საშუალებას გააცნობიეროს განვლილი გზა და ცხოვრების მოვლენები, ახალი რაკურსით შეხედოს წარსულს და დასახოს მომავლის პერსპექტივა. ბიოგრაფიაზე მუშაობის საფუძველია ანთროპოსოფია, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე სულიერ მეცნიერებას და სათავეს იღებს რუდოლფ შტაინერის სულისმეცნიერული კვლევიდან. ბიოგრაფიაზე მუშაობის საწყისებთან დგანან ისეთი მკვლევარები, როგორებიც არიან ბერნარდ ლივეჰუდი და გუდრუნ ბურკჰარდი. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, ასევე დამხმარე საგნებს. სრული კურსის ხანგრძლივობა – 3 წელი. ყოველი წელი მოიცავს 10 მოდულს, თითოეული მოდული შეადგენს 14 საათს და ჩატარდება თვეში ერთხელ (1 პარასკევი, შაბათი, კვირა) მოდულებს შორის შედგება საწავლო ჯგუფის 1 შეხვედრა (ხანგრძლივობა 2 საათი).
შეისწავლე პროფესიული კურსი
© საავტორო უფლებები დაცულია “კავშირი საქართველოში ბიოგრაფიაზე მუშაობისთვის” მიერ.